LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს” – გია ვოლსკი

169
BeFunky-collage - 2023-02-27T000137.966

სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ წესრიგში იყოს, რასაკვირველია, იგი არ იქნებოდა საავადმყოფოში, მაგრამ როგორც თავისი ოჯახი, ისე თავისი გარემოცვა, პოლიტიკური მოკავშირეები იხდიან უშველებელ თანხას, რათა პიარკამპანიამ იმუშაოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის.

ანუ, სააკაშვილი კი არ განკურნონ, თუნდაც იმ ექიმების მოწვევით, რომელზეც სახელმწიფომ დასტური გასცა, ან იმ ექსპერტების მოწვევით, კი არ მიმართავენ საექსპერტო ანალიზების აღებას ან მკურნალობას, თუნდაც კვებას, არამედ მიმართავენ უშველებელ ხარჯებს პიარკამპანიისთვის.

რასაკვირველია, სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც. ეს რეალობა გვაქვს დღეს. საექიმო კორპუსი არაფერს არღვევს, ერთადერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად და სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად, შეიძლება ითქვას, მთავარ მიმართულებად“, – აღნიშნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, გია ვოლსკიმ.

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g