LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა

470
ninuca (1)

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას ბრალად “შერაცხული დანაშაული აღარ შეერაცხადება” და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნება.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

ამ შემოწმების დროს ესეც შესაძლებელია, დადგინდეს აფექტურ მდგომარეობაში იყო,  ძლიერი სულიერი აღლევების მდომარეობაში იყო თუ შერაცხადობა. 

შეურაცხადობის დადგენა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დანაშაულის შემადგენლობა ზოგადად არსებობდეს. თუ შეურაცხადობა დადგინდა, ბუნებრივია მას ბრალად შერაცხული დანაშაული აღარ შეერაცხადება, ანუ მასში დამნაშავედ ვეღარ ცნობს სასამართლო და დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. შესაძლებელია დადგეს შეზღუდული შერაცხადობა, რაც არის ბრალის შემამსუბუქებელი გარემოება”, – ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა.. ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g