სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი ადვოკატი აფასებს.
სოსო გოგაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
როგორც იოსებ გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე აღნიშნავს, თუ სასამართლო სამართლიანი იქნება, გოგაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას.
“თუ სასამართლო იქნება სამართლიანი, გოგაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას. ობიექტურად არ არსებობს ისეთი ინფორმაცია-მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა ბრალის წარდგენის, ან პატიმრობის საფუძველი
მოლოდინი გვქონდა, რომ ამ საქმეს დახურავდნენ, რაც ძალიან ცუდია. იურისტი და არაიურისტი ადამიანიც დარწმუნდებოდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი სოსო გოგაშვილისთვის შეეფარდებინათ პატიმრობა. თუ სასამართლო იქნება სამართლიანი გოგაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას, ობიექტურად არ არსებობს ისეთი ინფორმაცია – მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა ბრალის წარდგენის, ან პატიმრობის საფუძველი.
ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის რომანოვსკის ფაქტორი ამ საქმეში. ერთ-ერთ ეპიზოდში სოსო გოგაშვილს ედავებიან, თითქოს მან მოიპოვა მისი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და უკანონოდ გაავრცელა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გოგაშვილმა რაიმე დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. თუმცა არის ეპიზოდი, როდესაც გოგაშვილი ერთ-ერთ მოწმეს, სუსის ყოფილ თანამშრომელს ეკითხება ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა ამ პიროვნებამ საზღვარი. სავარაუდოდ, პოტენციური დამნაშავე და ბრალდებულია სწორედ ის პიროვნება, რომელმაც გასცა ეს ინფორმაცია”, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
შეგახსენებთ, სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.