ადვოკატის ცნობით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
როგორც გრიგორიადისის უფლებადამცველმა, თათია მანიჟაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე იგზავნება, რის შემდეგაც ლაზარე დაწესებულებას დატოვებს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას.
დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია, გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში“. – აღნიშნა თათია მანიჟაშვილმა.