სექტემბერში ბერძნული ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. საუბარია Aegean Airlines-ზე, რომელიც ფრენებს ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე 4 და 11 სექტემბერს შესრულებს.
როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, აღნიშნული რეისების შესასრულებლად Aegean Airlines-მა მარეგულირებლისგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. ორივე ჩარტერული რეისით მგზავრების როგორც შემოყვანა, ასევე გაყვანა მოხდება.
„ავიანიუსის“ ცნობითვე, ფრენები შემდეგი განრიგით შედგება:
-
4 სექტემბერი, ათენი – თბილისი – მოფრენა საქართველოს დროით 16:00 საათზე, გაფრენა საქართველოს დროით 17:00 საათზე.
-
11 სექტემბერი, თბილისი – ათენი – მოფრენა საქართველოს დროით 03:20 საათზე, გაფრენა საქართველოს დროით 04:20 საათზე.