LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროპორტში, როდესაც ბავშვებს ვემშვიდობებოდი, გავიფიქრე, ხომ არ მოვბრუნდეთქო.. პატარა ბავშვივით მეტირებოდა“ – ოპერატორ ლევან კალანდიას ემიგრაციის ისტორია

505
BeFunky-collage (6)

ოპერატორი ლევან კალანდია, რომელიც 2 წელიწადზე მეტია ემიგრაციაში იმყოფება, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ტელევიზიას, კამერას დავტოვებდი და სხვა ქვეყანაში, ემიგრაციაში წამოვიდოდი. 20 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, ეს საკმაოდ დიდი გამოცდილებაა.

ძალიან ძნელია.. დავტოვე ოჯახი, ორი შვილი, ამდენი მეგობარი, ჩემი პროფესია და წამოვედი ემიგრაციაში. აეროპორტში, როდესაც ბავშვებს ვემშვიდობებოდი, გავიფიქრე, ხომ არ მოვბრუნდეთქო.. პატარა ბავშვივით მეტირებოდა. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო“, – ამბობს ოპერატორი ლევან კალანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები