ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაიჭრა ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ადგილობრივი დროით 8 საათზე მოხდა, ამის შემდეგ კი, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აფეთქება მეტროშიც მოხდა, ევროპის საბჭოს ოფიციალური სტრუქტურების შენობებთან ახლოს.
ბრიუსელში მეტრო დაიკეტა, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქებამდე ისმოდა სროლის ხმა და ვიღაცა არაბულად ყვიროდა, თუმცა ერთ-ერთი თვითმხილველი, დევიდ კრუნელი ამბობს, რომ მას „ისლამური შეძახილები“ არ გაუგია.