LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის კალათბურთელთა გუნდი ტერაქტს გადაურჩა: დაშავდა მხოლოდ სებასტიან ბელინი

74

ბელგიის საკალათბურთო გუნდი დაღუპვას გადაურჩა.
ტერაქტის დროს მხოლოდ ”ანტვერპენის” წარმომადგენელი დაშავდა.

ბელგიური კლუბი ”ანტვერპენი” სამშაბათ დილით ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემში იმყოფებოდა. კალათბურთელები ევროპის თასის გასვლით შეხვედრაზე მიდიოდნენ იტალიურ ”ვარეზესთან” სათამაშოდ.

”ჩვენ მაშინვე მივედით ჩასხდომის ადგილზე. არ გვინახავს ეს როგორ მოხდა. გაგვიმართლა, აფეთქების ადგილზე 15 წუთით ადრე ვიყავით”, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეო დერიკმა.

თუმცა გუნდი სრულად მაინც ვერ გადარჩა. აფეთქების ადგილთან ახლოს იმყოფებოდა ბელგიის ნაკრების ყოფილი ცენტრი და ”ანტვერპენის” თანამშრომელი სებასტიან ბელინი. ის ფეხში დაიჭრა და ოპერაცია დასჭირდა.

ბელინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იუწყება Nieuwsblad.be.

შეგახსენებთ, სამშაბათს ზავენტემის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც წინასწარი მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა.

კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა ბრიუსელის მეტროსადგურ ”მაალბეკის” სადგურზე მომხდარი ტერაქტის დროს.

თუმცა ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 230-მდე გაზრდილი.

 


შენიშვნა: ფოტო გადაღებულია ქართველი ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას მიერ, რომელიც ტერაქტის დროს ადგილზე იმყოფებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები