LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონსა და ანტვერპენს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა იწყება – Eurostar-ი დეკემბრიდან ახალ მარშრუტს ამატებს

107
Eurostar

სარკინიგზო კომპანია Eurostar-ი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ლონდონის  St. Pancras-ის სადგურიდან ბელგიის საპორტო ქალაქ ანტვერპენის მიმართულებით პირდაპირ რეისს აამოქმედებს. ახალი მარშრუტით მგზავრებს საშუალება ექნებათ, ბრიუსელში გადაჯდომის გარეშე, დღეში ოთხი პირდაპირი რეისით ისარგებლონ, რაც მგზავრობის დროს 3 საათიდან და 15 წუთიდან 2 საათამდე და 41 წუთამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეისზე მატარებელი ცალმხრივად იმოძრავებს – ანტვერპენიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანერგვა ჯერჯერობით არ იგეგმება. Eurostar-ის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა გამოწვეულია იმით, რომ ანტვერპენის ცენტრალურ სადგურში გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სასაზღვრო და საბაჟო ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები