LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანი მერიამ სასტუმროში დააბინავა

243928826

დიდ  დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა  დაზარალებულმა  გამოიტანა.

„ამ დროისათვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ,“ – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g