LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა, ბრიტანეთის პრემიერი “შემზარავ ტერაქტზე” საუბრობს

82

მანჩესტერის საკონცერტო დარბაზში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 60 ადამიანი დაიჭრა.

„მანჩესტერ არენაზე“ ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა, დარბაზში იმყოფებოდნენ, ძირითადად, ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები.

პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

„მანჩესტერ არენას“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქება არა დარბაზში, არამედ გარეთ მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი კონცერტის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გადიოდა.

პირველი შეტყობინებები პოლიციაში ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შევიდა. პოლიციამ რაიონს ალყა შემოარტყა, ახლოს მდებარე ვიქტორიას სადგურიდან კი ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდარის დეტალები, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მცირე განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარი „შემზარავ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა.

მანჩესტერის პოლიციის უფროსმა იენ ჰოპკინსმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტად განიხილავენ, ვიდრე უფრო დეტალური ინფორმაცია არ ექნებათ.

თუ ტერაქტის ვერსია არ გამოირიცხება, „მანჩესტერ არენაზე“ მომდარი აფეთქება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი იქნება ბრიტანეთში 2005 წელს ლონდონში მომხდარი აქტის შემდეგ, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g