საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ სააგენტო „თურანი“ ადვოკატ ელჩინ სიდიგოვზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, მუხთარლის ახალი ბრალდება წარედგინა – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.
