LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე 4 განსხვავებული უწყება ერთად დანაშაულს ვერ ჩაიდენდა – აფგან მუხთარლის დაკითხვა 4 საათი გაგრძელდა

65
55

გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალური პროკურატიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

“4 საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა ჩემს გატაცებას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენი ხნით ვმგზავრობდით და სხვა.

მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე, ვინც მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, კონკრეტული სახელების დასახელება არ შემიძლია, მე მხოლოდ იმ უწყებებზე შემიძლია საუბარი, ვინც იყო ჩართული ჩემს გატაცებაში. ეს არის მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო სამსახური. კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს, ესე იგი, ის არც ყოფილა პრემიერი. ვფიქრობ, რომ ეს დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა გამოიძიებს”, – აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 7 აპრილს დაბრუნდა. მის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანება იყო: აფგან მუხთარლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები