LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან იცის, რომ გომელაურმა აღნიშნული დავალება ივანიშვილისგან მიიღო“ – ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე სოსო გოგაშვილი ციხეში დაკითხეს 

68
სოსო გოგაშვილი

„იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ვახტანგ გომელაური. გრიგოლ ლილუაშვილი ნახსენები არ არის“, – აღნიშნულის თაობაზე განცხადება სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებადამცველმა რამაზ ჩინჩალაძემ საქართველოდან წლების წინ გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გოგაშვილის დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით დაკითხეს.

როგორც მისმა ინტერესების დამცველმა გოგაშვილის დაკითხვის შემდეგ აღნიშნა, დაკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ არის ასევე კონკრეტულად ერთ-ერთი ფიგურანტი [დასახელებული], რომელმაც აღნიშნული დავალება სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა.

„ეს გვარია კუპრაშვილი… მან იცის, რომ გომელაურმა აღნიშნული დავალება ივანიშვილისგან მიიღო“ , – განაცხადა დაკითხვის დასრულების შემდეგ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კი განაცხადა, რომ დაკითხვა არ დასრულებულა და ამავე მიზეზით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„ეს საგამოძიებო მოქმედება არ დასრულებულა თავად იოსებ გოგაშვილის მოთხოვნის გამო. ბუნებრივია, დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით… მას არ მოუწოდებია სრულად ინფორმაცია და ჩვენც ვერ დავსვით ყველა კითხვა.“ – განაცხადა პროკურორმა  მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, 26 ივლისს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახელით წერილი გავრცელდა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შეეხებოდა. სოსო გოგაშვილის განცხადებით, აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები კი, ე.წ ოტომ წაშალა.

ამავე თემაზე:

სუს-ში მუშაობისას საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა მითხრა, რომ „ორივეზე თანხმობა გამეშვა“ – გოგაშვილი

პრობლემა ის კი არ არის, გომელაური ფსბ-ს უფროსს თუ შეხვდა – კანონდარღვევაა ის, რომ უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონოდ დაინიშნა, გამდიდრდა, უკანონოდ მოქმედებდა და ახლა ათას ტყუილ-მართალს ლაპარაკობს, არავის მოუხდენია რეაგირება – ანდრო გოცირიძე გოგაშვილზე

ვახტანგ გომელაური – „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია

პოპულალურები