LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემა ის კი არ არის, გომელაური ფსბ-ს უფროსს თუ შეხვდა – კანონდარღვევაა ის, რომ უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონოდ დაინიშნა, გამდიდრდა, უკანონოდ მოქმედებდა და ახლა ათას ტყუილ-მართალს ლაპარაკობს, არავის მოუხდენია რეაგირება – ანდრო გოცირიძე გოგაშვილზე

73
Untitled design (3)

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან პირდაპირ კავშირში სდებს ბრალს.

ვახტანგ გომელაური – „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია

როგორც ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, პრობლემა ის კი არ არის, გომელაური ფსბ-ს უფროსს რომ შეხვდა, არამედ ის, რომ „უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონოდ დაინიშნა, უკანონოდ გამდიდრდა და უკანონოდ მოქმედებდა, ახლა ათას ტყუილ-მართალს ლაპარაკობს, რითაც აზიანებს ქვეყნის ინტერესს, ასამარებს სპეცსამსახურის ნდობას და  ძირს უთხრის პარტნიორებთან ურთიერთობას“.

„თუ არასწორი მიმართულებით მიდიხარ, ძალა გელევა და მიზნამდე ვერ აღწევ” ლაო – ან სუნ-ძი :)))

არ მჯერა, რომ ბორტნიკოვი გომელაურს შეხვდა. შესაძლოა, პროტოკოლური რამე შეხვედრა იყო, ხელის ჩამორთმევა რამე კონფერენციაზე, მაგრამ, დავუშვათ, შეხვდა და 3 საათი ისაუბრეს კონსპირაციულ ბინაზე. რა უნდა ექნა გომელაურს? არ შეგხვდები, გაბუტული ვარო? შეხვდა და ტელევიზიით ეთქვა თუ ტვიტერზე დაეწერა?

სუს-ის უფროსი ბორტნიკოვს უნდა შეხვდეს, ბერნსსაც და კიდევ სხვებს. რა თქმა უნდა, მათ შორის იგივეობის ნიშანი არ დაისმის, ერთი მტერია, მეორე მეგობარი ქვეყანა, მაგრამ პოსტია ასეთი, რას იზამ, მტერს უფრო ხშირად ხვდები, ვიდრე მოყვარეს. საქმეს რომ დასჭირდა, ჰუვერი ფიდელ კასტროს შეხვდა და მოსასმენიც თავად დაუყენა დივანში:)))

პრობლემა ის კი არ არის, ფსბ-ს უფროსს რომ შეხვდა, თუ შეხვდა – ამაზე ნდობის ჯგუფს შეუძლია მოსმენა ჩაატაროს, მაგრამ რომ არ გვყავს?

პრობლემა და კანონდარღვევა ის არის, რომ უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონოდ დაინიშნა, უკანონოდ გამდიდრდა, უკანონოდ მოქმედებდა, ახლა პირმოღებულია და ათას ტყუილ-მართალს ლაპარაკობს, რითაც აზიანებს ქვეყნის ინტერესს, ასამარებს სპეცსამსახურის ნდობას, არყევს აგენტურულ აპარატს და ფარულ შემადგენლობას, ძირს უთხრის პარტნიორებთან ურთიერთობას და ამან ისე ჩაიარა ხელმძღვანელობის თვალწინ, რომ მიუხედავად ყოველგვარი ნორმატიული თუ ტექნიკური, ღია თუ ფარული ბერკეტისა, არავის მოუხდენია რეაგირება.

სპეცსამსახურში ნამუშევრები ნუ შემეკამათებით, გარე ხალხისთვის, ნებისმიერ სიტყვას განვმარტავ“, – წერს ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დაკავებული იოსებ გოგაშვილი საქართველოს ხელისუფლებასა და მისი მუშაობის დროს სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კავშირში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით გუშინ გომელაურმა განაცხადა:

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ ხუთი-ექვსჯერ. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდით, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, ოფიციალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. ასეთი რამ არ მომხდარა. 100 წლისთავი იყო, როცა ჩამოსული იყვნენ იქ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც და მიულოცეს. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი მეორე პირი. პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია“, – თქვა გომელაურმა.

სუს-ში მუშაობისას საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა მითხრა, რომ „ორივეზე თანხმობა გამეშვა“ – გოგაშვილი

ქართულ-რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე გოგაშვილის გაჟღერებული ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს: NGO-ები

ხოშტარია: გომელაურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ შეფთან შეხვედრა შედგა, ეს სახელმწიფოს ღალატია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები