LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: გომელაურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ შეფთან შეხვედრა შედგა, ეს სახელმწიფოს ღალატია

64
Untitled design (3)

პარტია „დროას“ ლიდერი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფთან შეხვედრა შედგა.

ვახტანგ გომელაური – „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია

ელენე ხოშტარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოს ღალატია:

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისგან და ამჟამად პოლიტპატიმარ, სოსო გოგაშვილისგან მოვისმინეთ სრულიად შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან რეგულარულად თანამშრომლობენ და საიდუმლო შეხვედრები იმართება. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან დეტალური აღწერა ამ შეხვედრების ადგილის, გარემოებების, თუ როგორ მოხდა გამგზავრება, ვინ იყო, ვინ ჩამოვიდა და ა.შ. ეს არის ძალიან სარწმუნო ინფორმაცია და სწორედ ამას ადასტურებს ის, რომ გოგაშვილი დღეს ციხეში ზის სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გამო. ამის შემდეგ, გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და თავის დროზე, სუსის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მსგავსი შეხვედრა იყო. ამასთანავე, მან დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს და დანაშაული არ არის.

მინდა ვუპასუხო გომელაურის კითხვას – არის თუ არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფთან შეხვედრა დანაშაული. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელსაც შექმნილი აქვს სასაზღვრო პოლიცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის კონკრეტულად დამნაშავე უწყება, რომელთანაც ურთიერთობები კანონით ისჯება.

ასევე, მისი ქმედებები ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის კონტექსტში და ის ჩადის დანაშაულს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ღალატისა, ეს არის ღალატი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც მსგავსი შეხვედრები ხდება. ეს შეხვედრა ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამიტომ არ გამოვლენილა არცერთი რუსი ჯაშუში ამდენი ხნის განმავლობაში. სწორედ ეს ხნის იმას, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო პუტინის მხარეს არის. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის არა ოკუპანტს, არამედ ჩვენს პარტნიორებს, დასავლეთს, ელჩებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ჟურნალისტის კითხვაზე – ჰქონდა თუ არა „ეფესბეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მინსკსა და ვლადიკავკაზში და ასევე კომუნიკაცია რუსულ სპეცსამსახურებთან 2017 წელს ვახტანგ გომელაურს, შს მინისტრმა უპასუხა:

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ ხუთ-ექვსჯერ. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდით, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, ოფიციალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. ასეთი რამ არ მომხდარა. 100 წლისთავი იყო, როცა ჩამოსული იყვნენ იქ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც და მიულოცეს. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი მეორე პირი. პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია“, – აღნიშნა გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები