ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა, ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
”გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს. ასევე შეეძლებათ გამოიყენონ განგაშის ზარი. ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.