დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობაზე დაყრდნობით მედიასაშუალება “აფხაზეთი დღეს”ავრცელებს. მათი ცნობით, ალექსანდრე ანქვაბი თავს კარგად გრძნობს. ვირუსის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა და ახლა შინ განაგრძობს მკურნალობას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასაც.