LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

337
Untitled design

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა – ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, დღევანდელ თარიღს – 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

„ომამდე იყო მშვენიერი სოხუმი.. ჩემი მშობლები სასტიკად აწამეს, დააუთოვეს.. მამა ტყვედ აიყვანეს, ძალიან უწამებიათ, შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენს სახლში დაიწვა“ – აფხაზეთიდან დევნილები სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს შევიდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონას თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული.

საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარე ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქაალქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

პაპუაშვილი: ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g