აგარა-გომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
ინფორმაცია ამის შესახებ, „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.