LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ – მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი – პრეზიდენტი

208
Untitled design (11)

„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ – მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

გრეტა წიწავა: „ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი, ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დაარღვია დიპლომატიური წესი, როდესაც გერმანიის კანცლერთან ერთად პრესკონფერენციისას გერმანულ ენაზე ისაუბრა.

„საზღვარგარეთ, ყველამ თქვა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროს, უფრო და უფრო მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამ ძველი კანონის უკან დაბრუნება. იქ „აგენტი“ ითქვა თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ – მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის პრემიერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, ასეთი კანონი არსად არ არის. კი ცდილობენ, რომ დაგვარწმუნონ, ვიღაც ფრანგულად კითხულობს თურმე და გაიგო კარგად და ა.შ. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ სრულიად დარღვევაა ყველა დიპლომატიური წესის, რომ შენ როცა ოფიციალურ ვიზიტზე ხარ, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. რას აჩვენებს, რომ იცის გერმანული? მაკრონთან ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მაკრონმა მომისმინა ქართულად. ეს არის ისეთი ჩვეულებრივი წესი, რომ ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ დაიწყებენ იქით-აქეთ სიარულს.

არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ეს არის საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში. ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ, კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომელიც ყველა არის ერთი რგოლი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნება“ “რუსული ოცნებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი ევროპული გზის გადარჩენას ნიშნავს.

„მე ძალიან დიდხანს ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პროროსული არის თუ არ არის – უამრავჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

კობახიძე: საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს

იონათამიშვილი: „შოლცმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g