საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს.
„ყველას აქ, გერმანიაში, უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ, სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისგან დაცული ცხოვრება. სახელმწიფოს მოვალეობაა ამის დაცვა“, - თქვა შოლცმა მისასალმებელ სიტყვაში.
„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.