LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები” – ბაჩალიაშვილის მშობლები პროკურატურაში მივიდნენ

288
თეონა-თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატთან ერთად მთავარ პორკურატურაში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი დღეს ექსპერტიზის პასუხს გაეცნობა.

შეხვედრის დაწყებამდე ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული

ბაჩალიაშვილს თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზები და მტკიცებულება გააჩნდა.

„FBI-სთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვიჩნდება და ამაზე პასუხს დღეს მივიღებთ. გამორიცხულია, მენახირეს არ ენახა ის 5 დღე, თუ იქ ავტომობილი იდგა. შესაბამისად, ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. სხვა მოთხოვნები გვექნება, რომ სატელიტური სურათები გამოვითხოვოთ. ექსპერტიზის საბოლოო და შუალედურ დასკვნებსაც მოვითხოვთ და მიზეზს, ამდენი ხანი რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნა იმიტომ, რომ მარტო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება ,რა საჭიროა თითქმის 1 თვე ტოქსიკოლოგიური დასკვნის ლოდინი, ამაზეც პასუხს მოვითხოვთ“,-განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის დღევანდელ შეხვედრაზე მაქსიმალურად რადიკალური იქნება.

“მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 18 ივლისს მომკლეს” – ბაჩალიაშვილის დედა პოსტს აქვეყნებს

“დღეს შესრულდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები“,-განაცხადა თამაზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g