LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარც კი მახსოვს, ბიუსტჰალტერი ბოლოს როდის ჩავიცვი“ – 50 წლის შარლიზ ტერონის თამამი ფოტოსესია და პროვოკაციული ინტერვიუ

149
page

შარლიზ ტერონი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, The Perfect Magazine-ის გარეკანზე მოხვდა. თამამ ფოტოსესიაში მსახიობი გამჭვირვალე, პროვოკაციული „ლუქით“ პოზირებს.

ტერონმა გულახდილად ისაუბრა, როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი.

„აღარც კი მახსოვს, ბიუსტჰალტერი ბოლოს როდის ჩავიცვი. ქალებმა კარგად იციან, რას ნიშნავს იარლიყების მიწებება – ან „კარგი დედა“ ხარ, ან „შეშლილი მეძავი“, – აცხადებს ტერონი.

რამდენიმე კვირის წინ, მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტის, Call Her Daddy-ის სტუმარი გახლდათ. ინტერვიუში მან გულახდილად ისაუბრა ინტიმურ დეტალებზე და განაცხადა, რომ მას ახლა ბევრად უკეთესი სექსუალური ცხოვრება აქვს, ვიდრე 20 და 30 წლის ასაკში ჰქონდა.

„ახლა ისეთი სექსი მაქვს, როგორიც არც 20 და არც 30 წლის ასაკში არ მქონია, თუმცა, სერიოზულ ურთიერთობებს ნამდვილად არ ვნატრობ. არ მენატრება ოფიციალური ურთიერთობები. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მამაკაცი ჩვენს სახლში გადმოვა და ჩემს ოთახში იცხოვრებსახლახან, 26 წლის ბიჭთან მქონდა ურთიერთობა და ეს საოცრად მაგარი იყო“, – აცხადებს 49 წლის მსახიობი.

„ახლა ისეთი სექსი მაქვს, როგორიც არც 20 და არც 30 წლის ასაკში არ მქონია“ – 49 წლის შარლიზ ტერონის გულახდილი ინტერვიუ

„ისინი გოიმები არიან“ – შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსისა ლორენ სანჩესის შესახებ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ფოტო/ვიდეო: 49 წლის შარლიზ ტერონის დამატყვევებელი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები