LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის – რა მოლოდინი აქვთ რუსულ ტურისტულ კომპანიებს

94
ფრენა

AIR Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ამბობს, რომ თებერვლიდან, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.

როგორც გიორგი კოდუამ განაცხადა, რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა ქართველ ბიზნესმენებს უთხრეს, რომ ფრენების აღდგენისთვის მოემზადონ.

“კერძო სექტორში აღნიშნულ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს. ოფიციალური განცხადებები არ მოგვისმენია, თუმცა რუსულ ტურისტულ კომპანიებში გვითხრეს, რომ მოვემზადოთ. მათი ინფორმაციით, არის მოლოდინი, ფრენები თებერვალში აღდგეს. აღადგენს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ფრენებს, ჩემი კომპანიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რამდენჯერმე ვიწვნიეთ დიდი დარტყმა ამ ქვეყნიდან. პოლიტიზებულ ბაზარზე შესვლას მორიგჯერ აღარ ვაპირებთ”, – განაცხადა გიორგი კოდუამ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში პუტინმა რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ წინადადებების შემუშავება და ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება მოითხოვა. დოკუმენტის მიხედვით, პუტინმა ასევე ბრძანა, რომ საჰაერო მგზავრობის მოცულობის გაზრდის შესახებ რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების სიაში არ არიან, საკანონმდებლო წინადადებები მომზადდეს. საქართველო ე.წ. არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის.

2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g