LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმუმ 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში პირდაპირ ფრენას დავიწყებთ – გიორგი კოდუა

8580
ipiccy_image

მინიმუმ 6 თვეში და მაქსიმუმ 1 წელიწადში ჩვენი ავიაკომპანია რეისების შესრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყებს, – ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულასთან“ კომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა განაცხადა.

გიორგი კოდუას თქმით, ამერიკის რეისებზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ეს ადვილი არ არის. „ამერიკის შეერთებული შტატები FAA (ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია) სტანდარტებზეა, ჩვენთან კი EASA სტანდარტები მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დანერგოს ახალი სტანდარტები, რაც დროში გაიწელება“, – აცხადებს გიორგი კოდუა.

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი კანადის მიმართულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსა და კანადას შორის, კერძოდ ქალაქ ტორონტოს მიმართულებით, 2-3 თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება.

საქართველოსა და კანადას შორის 2-3 თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები