LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და კანადას შორის 2-3 თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება

3220
A propeller plane is preparing for landing in Billy Bishop airport (YTZ) and flying in front of Toronto's waterfront, as seen from Lake Ontario

საქართველოსა და კანადას შორის, კერძოდ ქალაქ ტორონტოს მიმართულებით, 2-3 თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება – საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ კომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

გიორგი კოდუას თქმით, კანადაში, საქართველოს მსგავსად, EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტები მოქმედებს, შესაბამისად, ავიაკომპანიას ფრენების დაწყების მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებით ფრენებს, „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის განცხადებით, მაქსიმუმ 1 წელიწადში ავიაკომპანია რეისების შესრულებას აშშ-სა და საქართველოს შორისაც დაიწყებს. „ამერიკის რეისებზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები FAA (ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია) სტანდარტებზეა, ჩვენთან კი EASA სტანდარტები მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დანერგოს ახალი სტანდარტები, რაც დროში გაიწელება“, – აცხადებს გიორგი კოდუა „ბიზნეს ფორმულასთან“.

ქართველ ახალგაზრდებს კანადაში სამწლიანი სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა აქვთ – შემდეგ კი კანადის მუდმივი მცხოვრების სტატუსიც ექნებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g