ოკუპანტების იერიშს დონეცკის ოლქში 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ “ტელეგრამზე” გაავრცელა.
“აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს.
სახლი, რომელშიც დაღუპული 5 და 14 წლის გოგონების ოჯახი ცხოვრობდა, სრულად განადგურდა.
იმას, რასაც ოკუპანტები ჩვენს მიწაზე სჩადიან, რუსებს არც ღმერთი და არც ადამიანები არ ვაპატიებთ”. – წერს კირილენკო.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.