მთავრობა „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ყოფილ ტერიტორიას ყიდის, რომელიც მოიცავს 8350 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობეს.
გასაყიდი ობიექტი თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 60 ნომერში მდებარეობს.
ქონების გაყიდვის მიზნით, ელექტრონული აუქციონი პროექტ “100 საინვესტიციო ქონება ბიზნესს” ფარგლებში უკვე გამოცხადდა. ტერიტორიის საწყისი ღირებულება 35 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინვესტორისგან 48-თვიან ვადაში ადგილზე სასტუმროს ან კომერციული/საოფისე დანიშნულების ობიექტის მშენელობას ითხოვს.
დეტალები აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე