LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებელზე ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

81

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ, ქალთა სოლიდარობის მარში დაიწყო. მარში უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იმართება.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

  • დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
  •  მიიღონ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
  • ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.

ისინი მოვუწოდებენ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება ასევე, არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

ქალთა სოლიდარობის მარში “ქართველთა მარშის” გასაპროტესტებლად ტარდება.

“რამდენიმე დღის წინ ჩატარდა “ქართველთა მარში”, რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე”, – აცხადებენ ქალთა მარშის ორგანიზატორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g