LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ საქართველოში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო

186

“მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს.

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3-წლიანი იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა.

* ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

* ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.

* ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 1 დეკემბერს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g