საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი სამძებრო სამუშაოების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ, ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები – რაც გახდა საფუძველი… შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ იქ კონკრეტული შედეგები შეიძლება გვქონდეს საძიებო კუთხით. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით, მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით ფაქტობრივად დასრულებულია გზა“, – აცხადებს მღებრიშვილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სტიქიის ზონიდან ამოყვანილი მანქანის ვიდეო.