თბილისში აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქრო იწვის,- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 200 კვ. მ. ფართი. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე 7 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.