LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგრესიის შეზღუდვა ერთის მხრივ აუცილებელია, მეორეს მხრივ ამ ქცევის სრულად დახშობა არ შეიძლება“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

31
bochorishvili

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის აგრესია და როგორ ვმართოთ აგრესია სოციალურ ქსელებში – ფსიქოლოგი მაია ბოჭორიშვილი სტუმრად გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან“.

რა არის აგრესია?

აგრესია არის ადამიანისა და ცხოველების გადარჩენის ნორმალური ქცევა, ანუ ეს არ არის დაავადება, ეს არის ქცევის ტიპი. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც არ არის მართული, შეიძლება გახდეს აგრესიის მიზეზი. მეორეს მხრივ, ადამიანებში და ზოგიერთ ცხოველში აგრესია არის რეგულირებადი.

ხშირად ვხდებით სოციალურ ქსელებში აგრესიას, რასთან გვაქვს ასეთ შემთხვევებში საქმე?

ალბათ, შეუძლებელია თქვა რა არის კარგი და ცუდი, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი წარმოდგენაა. თუ აგრესია არის გამოუხატავი, შეიძლება ეს უარესი აღმოჩნდეს. არსებობს აგრესიის გამოხატვის ფარგლები და ფორმები. როცა აგრესია ფარულია, ის უფრო დამაზიანებელია როგორც მისი მატარებელისთვის, ასევე ვის მიმართაცც არის ის მიმართული.

რაც შეეხება სოციალურ აგრესიას, ჩვენი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, კოვიდის პირობებში გაცილებით გაიზარდა, ამიტომ აგრესიაც გაიზარდა. ადამიანები აღნიშნავენ, რომ ხშირად არიან სოციალური აგრესიის მსხვერპლი. აგრესიაში იგულისხმება გარეგნობასთან დაკავშირებული ნეგატიური კომენტარები, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები.

როგორ შეიძლება ვმართოთ აგრესია?

სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს მე ვერ ვხედავ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მართვა სოციალურ ქსელში. არსებობს რაღაც ქცევის ნორმები და ჩვენ თუ დავაკვირდებით სოციალურ ქსელებს, ამ სივრცეში ადამიანები აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რასაც პირისპირ ვერ ეტყვიან, მაგალითად „კულტურულ“ შეურაცხყობას, მსუბუქ დამცირებებს. ის ფაქტი, რომ ვიღაც არ უნდა ჩააგდო ტალახში ფიზიკურად, ეს „მოსულა“ სოციალურ ქსელებში.

აგრესიის შეზღუდვა ერთის მხრივ აუცილებელია, მეორეს მხრივ სრულად დახშობა ამ ქცევის არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ვიყოთ ასერტულები, რაც გულისხობს შემდეგს: „მე დარწმუნებული ვარ ჩემი პოზიცია არის სწორი, მაგრამ მე ვუშვებ, რომ შენი პოზიცია არის სწორი“. „მე არ ვეთანხმები შენს მოსაზრებას, მაგრამ მზად ვარ, გავიგო შენი ნათქვამი“.

აგრესიისგან ათავისუფლებს ფიზიკური აქტივობა, ემოციების გაცვლა. მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ადამიანებს გამოხატონ თავისი შეხედულება არააგრესიული გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები