“აგრესიული და არაადეკვატური თავდასხმა ადამიანზე, რომელსაც თავისი, მითუმეტეს სწორი პოზიცია გააჩია და ფიქრობს, რომ ადამიანების ჩაგვრა არ არის კარგი, არასწორია,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
თამარ ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული მარშის“ ლიდერების გაცხადებას, რომლის თანხმად პოლიცია მათ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
„სამართალდამცველების მიერ ძალის გადაჭარბებულად გამოყენება ვისი დაკავებაც არ უნდა ხდებოდეს, მიზანშეწონილი არ არის, თუ არის რაიმე დაზიანება, რომელიც შემდგომ მათ მიადგათ, ამას სახალხო დამცველი შეისწავლის,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.