LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია“ – ჯოზეფ ბორელი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

157
ჯოზეფ ბორელი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ეხმაურება და აცხადებს, რომ „აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია“.

მისივე თქმით, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს“.

„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g