LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოდან რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ – ნათია თურნავა

110
98346797-3029062577183381-3567760325547655168-o

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ „მცდარია შეხედულება, თითქოს საზღვრების მასიური გახსნა ტურიზმის პრობლემას მოაგვარებს, ეს არის ილუზია და გარეგნულ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი“.

როგორც ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ბევრს შესაძლოა ჰქონდეს განცდა, რომ ფრენების აღდგენისთანავე ჩამოვლენ ტურისტები.

„ამ ორი-სამი კვირის მასობრივი გახსნის ფასი შეიძლება ეპიდემიოლოგიური ვითარების ისეთი გაუარესება იყოს, როგორიც მოხდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე ჩვენ რეგიონში, მაგალითად ყაზახეთში, რომელიც იძულებული გახდა ისევ სრული ჩაკეტვისკენ წასულიყო. ამას ჩვენ ვერ გადავიტანთ. ვერც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და ვერც ერთი სხვა ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ხედავენ ამას და მიესალმებიან ჩვენ სიფრთხილეს, რადგან ძალიან დიდი ნეგატიური შედეგი მოჰყვება იმას, რომ რომელიმე კურორტზე უცებ აფეთქდეს ეპიდსიტუაცია, ეს მომაკვდინებელი იქნება ტურიზმისთვის. ჩვენ ცოტას არ ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ისიც მცდარი წარმოდგენაა, რომ დახურულია საზღვრები. ივნის-ივლისში საშუალოდ 25 ფრენა ხორციელდება, ხოლო აგვისტოდან რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ რამდენიმე მიმართულებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები