LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა

55
11262219_1581445132124436_6554717251552242762_o

2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა.

კერძოდ, აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111 566 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აგვისტო 87 969 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აგვისტო – 274 რეისი).

“ჩვენი პოზიტიური მოლოდინები საჰაერო დინამიკის ზრდის კუთხით კვლავ გამართლდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვეები არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. აგვისტოს თვეში ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელიც გავაუმჯობესეთ. ეს არის ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისა და ინდური ავიაკომპანია Spice jet-ის მიერ რეგულარული ჩარტერული რეისების დამატების შედეგი. ამ სიახლეებმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყო ხელი”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები