ქვეყანაში ტურიზმის სექტორი კვლავ ზრდის ტრენდს აჩვენებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი.
2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 75%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვის განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა: რუსეთიდან 39 909 ვიზიტორი, თურქეთიდან – 34 847, უკრაინიდან – 29 372, საქართველო (არარეზიდენტი) – 23 117 ვიზიტორი და სომხეთიდან – 22 733 ვიზიტორი.
ცნობისთვის, აგვისტოს განმავლობაში, ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – ანუ 156,101 საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდა.
