LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში თბილისიდან ამსტერდამში 9, ვენაში კი – 3 ავიარეისი შესრულდება

90
106455291-3227337090624157-1069196262037045102-n

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 23 ივლისს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g