LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი ასე გამოიყურება 30 წლის წინ მივიწყებული „მუსტანგი“

803
fordmustang

კაბრიოლეტი Ford Mustang, რომელიც 1973 წელსაა აწყობილი, 30 წლის განმავლობაში ფარეხში ინახებოდა. ავტომობილს სრული რესტავრაცია სჭირდება და სწორედ ამიტომ მისი ღირებულება არც თუ ისე მაღალი – 5200 დოლარია.

„მუსტანგის“ გარბენი 164 ათასი კილომეტრია. ყოფილმა მფლობელმა მანქანა ფარეხში 30-40 წლის წინ დააყენა და მას შემდეგ ის აღარც გახსენებია. მისი სიტყვებით, ავტომობილს არანაირი პრობლემა არ ქონია და მართლაც იდეალურად მუშაობდა. ამჟამად კი კაბრიოლეტს სერიოზული რემონტი ესაჭიროება, ძარა ჟანგით დაიფარა, საღებავი მთლიანად მოშორდა და სახურავიც დაზიანებულია.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ამის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.ზოგადად „მუსტანგის“ ეს ეგზემპლარი 4,9 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 143 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 3 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს, მაგრამ კონკრეტულად ამ ავტომობილს სავარაუდოდ, არც ძრავი არ უმუშავებს და აგრეგატი სრულ განახლებას საჭიროებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები