საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ – წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები – ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს.
„თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ჯობია მივუდგეთ ახალგაზრდებს, რა არის უკეთესი შედეგის მომტანი, როგორ გავხადოთ ლექციები უფრო ინტერაქციული და საინტერესო. ერთია, გაჰყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორე, როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს გეხმარება, იყო კრეატიული“, – ლუკა დარსალია.
AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო.
„ღირებული არა მხოლოდ ოლიმპიადის ამოცანებია, არამედ პროცესში იმ რეალური პრობლემების განხილვა, რასაც კომპანიებში ყოველდღიურად ვხვდებით. არ დამავიწყდება ის მომენტი – ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ ახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. ბოლოს, რომ დავინახეთ ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო“, – ნიკა მიქაბერიძე.
და ბოლოს, თუ ხარ IX-XII კლასი მოსწავლე, 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ, რომ უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში:
- თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა – ჭკვიანი თანატოლებისა და პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და პარტნიორებიც კი გახდნენ.
- თუ გინდა მიიღო დასამახსოვრებელი გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს კარიერულ მომავალზე.
- თუ გინდა შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და წიგნებში იშვიათად გხვდება.
- თუ გინდა სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.
- თუ გინდა გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია – ანუ თვითრწმენა, რთულ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დაჯერება.
არ გამოგრჩეს, უფროსკლასელებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე რეგისტრაცია 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობას.
გახსოვდეს, ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.
(R)