LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აიცერით და გადარჩით კოვიდით სიკვდილს და ინვალიდიზაციას.” – FDA-მ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა

82
1613469698-ფაიზერი

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა. სააგენტო წერს, რომ ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

“ფაიზერის” სრულ ავტორიზაციას ქართველი ექიმები ეხმაურებიან.

თამარ ჟამურაშვილი წერს, რომ გადაუდებელი ავტორიზაციის შეცვალა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ ფაიზერი, როგორც პირველი FDA– ს მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინა, აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს‼!

“სწორედ ეს იყო ანტივაქსერთა მთავარი არგუმენტი, რის გამოც ისინი დღევანდელ დღეს არსებულ ვაქცინებს ვაქცინებად არ თვლიდნენ და ხალხს დალოდებისკენ მოუწოდებდნენ. ” – წერს ჟამურაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია

“აიცერით და გადარჩით კოვიდით სიკვდილს და ინვალიდიზაციას.” – ნანა გეგეჭკორი

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g