უკვე დიდი ხანია, სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მას მალე ახალი ფუნქციაც დაემატება. „აიფონის“ მწარმოებელი კომპანია, Apple გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს.
კომპანია ახალ პროექტზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია Biogen-თან მუშაობს.