LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში და თქვენი ბრალდება გადაამოწმეთ: თალაკვაძე

58
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნების მიმართ ძალიან მძიმე, უსაფუძვლო და ცარიელი ბრალდება დააყენა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპონენტებს, თუ კვლავ აქვთ ბრალდებები, აიღონ პასუხისმგებლობა, შეუერთდნენ საარჩევნო საგამოძიებო კომისიას და გადაამოწმონ მათი ბრალდება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად გამჭვირვალედ შეეცდება, საზოგადოებას აჩვენოს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდება თავიდანვე უსაფუძვლო იყო:

“ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც არჩევნების მიმართ ძალიან მძიმე, თუმცა უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება დააყენა. მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც უარი თქვეს. შემდეგი საშუალება ამ საკითხის გამოძიება გახლავთ, რაზეც, როგორც ჩანს, კვლავ უარს ამბობენ. თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ შევეცდებით საზოგადოებას დავანახოთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო გახლავთ. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, საზოგადოებისთვის ეს იყო მიუღებელი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში და გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს იყო, რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება.” – თქვა თალაკვაძემ.

ის რომ საპატიმრო დატოვა არ ნიშნავს, რომ მისი საკითხი დახურულია – თალაკვაძე მელიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები