27 მაისიდან Air Astana თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას ამატებს – ყაზახური ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
რაც შეეხება აქამდე არსებულ მიმართულებებს, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს.
ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდში Air Astana სიხშირის 5-მდე ზრდას განიხილავს. ასევე ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით, განახლდება ფრენები საქართველოსა და ყაზახეთის დედაქალაქებს შორის.
ქუთაისიდან ყაზახეთში რეგულარულ რეისებს 5 ქალაქის (ასტანა, ალმათი, ატირაუ, აქტაუ და შიმკენტი) მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი კომპანია, დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე რეისების რაოდენობას კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაზრდის.