LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Samarkand-მა ტაშკენტიდან თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

106
Air Samarkand

Air Samarkand-მა ტაშკენტიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა დაიწყო.

უზბეკურმა ავიაკომპანიამ საქართველოს დედაქალაქში პირველი 195 მგზავრი A321-NEO/CEO ტიპის თვითმფრინავით ჩამოიყვანა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრების დახვედრის სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

Air Samarkand-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს. 24 მაისიდან კი ავიაკომპანია, ასევე კვირაში ორჯერ, ავიარეისების შესრულებას ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g