LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიშვარია რაი კანის კინოფესტივალზე იასამნისფერი ტუჩსაცხით მივიდა (ფოტო)

728

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ინდოელი მსახიობი და ყოფილი მის მსოფლიო კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა. სწორედ აიშვარია რაი გახდა კანის კინოფესტივალის, რიგით მეხუთე დღის, მთავარი გმირი. 42 წლის მსახიობმა ფილმისთვის Sarbjit ფანტასტიკური რეკლამა მოიფიქრა, როცა წითელ ხალიჩაზე იასამნისფერი ტუჩსაცხით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლივუდის ვარსკვლავს ლივანელი დიზაინერის, რამი კადის ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა, ფოტოგრაფების ყურადღება მისი მაკიაჟისკენ იყო მიმართული.

მსახიობი ფილმში მონაწილე სხვა ვარსკვლავებთან ერთად დიდხანს პოზირებდა წითელ ხალიჩაზე. მოგვიანებით ეს ფოტოები ჰეშტეგით #SarbjitPremiereAtCannes სოციალურ ქსელში აიტვირთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები