LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აისი სფაისი The SpongeBob Movie: Search for SquarePants-ის პერსონაჟს გაახმოვანებს

128
photo-collage.png (14)

Ice Spice ანიმაციის – ,,სპანჯბობის ფილმი: კვადრატული შარვლის ძიება” ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი გმირის ხმა იქნება რეპერი, რომელიც გამხმოვანებლის ამპლუას პირველად მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ანიმაციური ფილმის მთავარ მუსიკალურ თემას, სწორედ 25 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი ჩაწერს.

საბავშვო სატელევიზიო მულტსერიალზე – ,,ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი” დაფუძნებულ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში მთავარი გმირების ხმებს ის მსახიობები მოირგებენ, რომლებიც 1999 წლიდან საკულტო სერიალში მათივე ვოისები არიან.

სიუჟეტის მიხედვით, სპანჯბობი ოკეანის სიღრმეში მიემგზავრება, რათა მფრინავ ჰოლანდიელს დაუპირისპირდეს.

The SpongeBob Movie: Search for SquarePants დიდ ეკრანებზე, 19 დეკემბერს გამოჩნდება.

ანიმაციური სერიალი – SpongeBob SquarePants სატელევიზიო არხისთვის – ,,ნიკელოდეონი” ანიმატორმა, სტივენ ჰილენბურგმა შექმნა. მისი მე-16 სეზონი, 27 ივნისს დაიწყება.

ცნობისთვის, აისი სფაისის კინოდებიუტი კრიმინალურ ტრილერში – Highest 2 Lowest შედგა. კინოსურათი, რომლის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა მსოფლიო კინოგაქირავებაში, 22 აგვისტოდან ჩაეშვება.

A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები