თბილისში, პეკინზე მდებარე “აიტექნიკსის” მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა მაღაზიის მინას ქვა ესროლეს და ამ გზით მოახერხეს შიგნით შეჭრა. მაღაზიიდან ტექნიკა გატანილია, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციამ მათი ნაწილი გზაზევე იპოვა.
ტერიტორია შსს-ს წარმომადგენლებმა, დილიდანვე ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. მაღაზიაში პროდუქციას ამოწმებენ, რის შემდეგაც დაზუსტდება, მოახერხეს თუ არა ქურდებმა რაიმეს წაღება.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს მაღაზია მეორედ გაქურდეს.